ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 30154

ფაქტი 30154

1915 წლის 24 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მაჩხაანის განყოფილების საერთო კრებამ წარმოდგენა-სეირნობათა გასამართავი კომისიის წევრებად აირჩია შემდეგი პირები: ოლღა ნატროშვილი, ელენე ბოსტაშვილი, ივლიტა მენთეშაშვილი, ალექსანდრე ნადირაშვილი, ვასო ალუღიშვილი, ზაქარია სარალიძე, ალექსანდრე ჯანყარაშვილი; თავის მხრივ, კომისიამ აირჩია ხაზინადარი (ალ. ჯანყარაშვილი) და მისი თანაშემწე (ელენე ბოსტაშვილი). კრებამ კომისიას მოქმედების თავისუფლება მიანიჭა, მხოლოდ მატერიალური საკითხები უნდა შეეთანხმებინათ გამგეობის წევრებთან.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 30154; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .