1919 წლის 15 ივნისს ოლღა ხოფერიას თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დადგინდა, რომ სენაკის განყოფილების წიგნის მაღაზიას ნაღდი ფულით 873.88 მანეთი ჰქონდა. გასაყიდი ნივთების ფასი 97247.20 მანეთს შეადგენდა, ხოლო ინვენტარი 143.19 მანეთის იყო.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების სენაკის განყოფილებასთან | 1920-1921
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 30318 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/30318]; წვდომის თარიღი: 2020-09-29