ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 30331

ფაქტი 30331

1912 წლის 4 იანვარს კიევის კომერციული ინსტიტუტის II სემესტრის ხელმოკლე სტუდენტი იოსებ გიორგის ძე ირემაშვილი (ს. პართენაშვილი) სწავლის გასაგრძელებლად სტიპენდიის დანიშვნას სთხოვს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას; რეკომენდატორებად ასახელებს იაკობ სიმონის ძე გოგებაშვილს, ეკატერინე რევაზის ასულ გაბაშვილისას და ანასტასია მიხეილის ასულ წერეთლისას; განცხადებას თან ერთვის ინსტიტუტის სათვისტომოს მიერ გაცემული ცნობა (ხელმომწერნი: შ. გოგებაშვილი, გ. მეფარიშვილი), რომელიც ადასტურებს სტუდენტ ირემაშვილის უკიდურესად მძიმე ნივთიერ მდგომარეობას.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 30331; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .