1920 წლის 27 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობა ოლღა გურამიშვილის მზრუნველებს: რუსუდან დიმიტრის ასულ სტაროსელსკაია-მელიქიშვილისას, კონსტანტინე აფხაზს და ექიმ – მიხეილ გედევანიშვილს გამგეობის საგანგებო სხდომაზე დასწრებას სთხოვდა. გამგეობა ოლღა ჭავჭავაძის მოვლა-პატრონობის საკითხს განიხილავდა.

წყარო: მიწერ - მოწერა გამგეობის წევრებთან, მოხსენებები და შუამდგომლობანი ილია ჭავჭავაძის მეუღლის, ოლღა ჭავჭავაძის თვის პენსიის დანიშვნის შესახებ
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 30623 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/30623]; წვდომის თარიღი: 2020-08-08