ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 30745

ფაქტი 30745

1915 წლის 18 თებერვალს სარევიზიო კომისიამ წარმატებულად მიიჩნია ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების გამგეობის მოქმედება და გაწეული შრომა 1914 წელს, ხაზი გაუსვა იმ წლის საჯარო სეირნობიდან შემოსულ მოზრდილ თანხას და ურჩია საზოგადოებას, მადლობა გადაეხადა ზუგდიდის განყოფილების გამგეობისთვის. კომისიის დასკვნას ხელს აწერენ სარევიზიო კომისიის წევრები: აპოლონ ჯიქია, ალექსანდრე გაბუნია და ივანე ქავთარაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 30745; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .