ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 31055

ფაქტი 31055

1915 წლის პირველ მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობის მდივანმა ივანე ოსიძემ გაუგზავნა განყოფილების 1914 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, სულ გაიმართა 17 სხდომა. გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა დაესწრო 15 სხდომას, კლიმენტი ლორთქიფანიძე – თოთხმეტს, ანდრია პატარაია – ექვსს, სოკრატე კეშილავა – თორმეტს, კატო კედია – ჩვიდმეტს, გიორგი ხერხეულიძე – ცხრას, ბაგრატ უგულავა – ათს, მიხეილ პატრაია – სამს, ილარიონ მიქელაძე – ერთს, ივანე ოსიძე – სამს, ხოლო გრიგოლ რეიკინი – ორს.

წელი:
1915
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ღონისძიება
წყარო:
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების ზუგდიდის განყოფილებასთან, მოხსენებები და ანგარიშები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1912-1915

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 31055; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .