ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 31158

ფაქტი 31158

1920 წლის 13 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებლი საზოგადოების საწყობში იყო შემდეგი წიგნები: ყარანგოზიშვილის ლექსები, „საწყობის ისტორია“, „ძუნწი და ნატვრა“, „ცვარი“, „ოქროს თავთავი“, „ჩემი ყვავილები“, „ბანჯგვლიანი ფუტკარი“, „როგორ უნდა მიიღო აბრეშუმი“, „სოფლის კუნწულა“, „პატიოსანი ადამიანი“, „ქნარი“ და ქუთაისის ბანკის საქმე. ხელს აწერენ ვასილ ედილაშვილი, ივანე ავალიშვილი, იოსებ გიორგობიანი და ლავრენტი სანოძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 31158; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .