1920 წლის 13 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებლი საზოგადოების საწყობში იყო შემდეგი წიგნები: აკაკის იგავ-არაკები, კონვერტები, ეკ. გაბაშვილი II, „ჰაერი და სითბო“, „ბუნების მეტყველება“, „სურამის ციხე“, „მწირი სარდალი“, „ბერლინის გარემოცვა“, „გაბრიელ გოლუა“, „რობიზონ კრუზო“, ბატონიშვილის სურათები, „ასტრონომია“ 3 ტომი და „ალი“. ხელს აწერენ ვასილ ედილაშვილი, ივანე ავალიშვილი, იოსებ გიორგობიანი და ლავრენტი სანოძე.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1920-1921
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 31162 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/31162]; წვდომის თარიღი: 2021-01-28