განათლების მინისტრის მოადგილე ალექსანდრე მდივნის 1918 წლის 29 დეკემბრის მოხსენებაში „საშუალო სასწავლებელთა მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების შესახებ“ ნათქვამია, რომ 23-ე ვაჟთა გიმნაზიაზე, რეალურ სასწავლებლებზე, საოსტატო სემინარიებსა და ინსტიტუტებზე, 21 ქალთა გიმნაზიაზე ხაზინიდან სულ 1 940 964 მან.39 მანეთი იხარჯებოდა. კომერციულ სასწავლებლებზე კი – მხოლოდ 1918 წლის 3 მარტის კანონით დადგენილი თანხა. საშუალო სკოლებს სიძვირის გამო ხაზინიდან დანამატი ეძლეოდათ. ეს ხარჯები 5 137 703.65 მანეთს შეადგენდა.

წყარო: თბილისის ვაჟთა რეალური გიმნაზიის, საოსტატო სემინარიისა და სხვა სასწავლებლების დროებითი დებულებები და შტატები | 1918-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 3157 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/3157]; წვდომის თარიღი: 2020-08-12