1918 წლის 20 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ივანე ავალიშვილის მოხსენება მაღაზიის შტატის გაზრდისა და მომსახურე პირთათვის ანაზღაურების მომატების შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით, ანაზღაურების მომატების საკითხი გადაიდო. შტატის გაზრდა კი გამგეობამ საჭიროდ არ ჩათვალა, რადგან მაღაზიაში ვაჭრობის მაჩვენებელი მცირდებოდა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომების ოქმები | 1918-1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 31852 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/31852]; წვდომის თარიღი: 2021-01-16