ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 31856

ფაქტი 31856

1918 წლის 6 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს წიგნის ყდის ხელოსნის თხოვნა „ბუნების კარის“ ყდებისთვის მას მომატებოდა ორმოცი კაპიკი. გამგეობამ გადაწყვიტა, რომ თითო ყდისთვის ოცი კაპიკი მოემატებინა. ოქმს ხელს აწერენ: გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგი, დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი, ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე და იოსებ ზურაბის ძე გიორგობიანი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 31856; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .