ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 32107

ფაქტი 32107

1913 წლის 21 მაისს დაბა ზუგდიდში გამართულ ქართველთა შორის წერაკითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების საგანგებო კრებზე განიხილეს შემდეგი საკითხები: ახალი წევრების მიღება, გასული წლის შემოსავალ-გასავლისა და იმ წლის სავარაუდო ხარჯების წარდგენა, გამგეობის ორი წევრის არჩევა, ერთისა პატარაიას ნაცვლად, ვინც უარი თქვა გამგეობის წევრობაზე სამსახურის გამო და კიდევ ერთი, გამგეობის რიგით მეექვსე წევრისა, რადგან ხუთი წევრი არ იყო საკმარისი საქმეების გასაძღოლად, ასევე სამი კანდიდატისა და სარევიზიო კომისიის სამი წევრის არჩევა და 1913 წლის სამოქმედო გეგმის მიმოხილვა. კრების ოქმს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა, მდივანი ეკატერინე კედია და წევრები: ივანე ჯაფარიძე, ესმა ფაღავა, მარუსია გოგოხია, ილარიონ კახაძე, ლევან ჩიჩუა, თეოდოსია კობახიძე, აკაკი ადამია, აპოლონ ჯიქია, იასონ მუჯირი, ნინა მუჯირისა, ფარნაოზ ფიჩხაია, ალექსანდრე გაბუნია, იუსტინა კობახიძისა, ნიკო ბერიძე, მართა ჟორდანია, გრიგორი რეიკინი, გიორგი ხერხეულიძე, მათე ფიფია, ნესტორ დავითაია და ანასტასია შუშანია.

წელი:
1913
პირები:
ადგილი:
ფაქტის ტიპი:
ღონისძიება
წყარო:
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების ზუგდიდის განყოფილებასთან, მოხსენებები და ანგარიშები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1912-1915

საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 32107; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .