1917 წლის 20 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ალექსანდრე ვასილის ძე გორგაძემ ქალაქ ერზრუმიდან იქ მცხოვრებ ქართველ მაჰმადიანთა სია გამოუგზავნა. ესენი იყვნენ: ალი წიქარიძე, ისმაილი წიქარიძე, ზაქირ წიქარიძე, მემედ ალი წიქაიძე, ხასუმ უნიან ოღლი, იბრაგიმ ატაშ ოღლი, მათ ნაწილობრივ იცოდნენ ქართულად საუბარი და სჭირდებოდათ დახმარება.

წყარო: მიწერ-მოწერა ერზერუმში მცხოვრებ ქართველებთან და დადგენილება ერზერუმში საზოგადოების განყოფილების დაარსების შესახებ | 1917-1917
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 32197 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/32197]; წვდომის თარიღი: 2020-09-19