1917 წლის 31 იანვარს ალექსანდრე ვასილის ძე გორგაძის მოწვევით ქალაქ ერზერუმში გაიმართა საზოგადოების იმ წევრთა კრება, რომელთაც სურდათ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განყოფილების დაარსება. კრებაზე დაადგინეს: 1) გაეხსნათ ქალაქ ერზერუმში საზოგადოების განყოფილება; 2) ადგილობრივი განყოფილების ნამდვილ წევრებად ჩაეწერათ 31 პირი; 3) დაეარსებინათ სახალხო სამკითხველო, აემუშავებინათ წიგებისა და ჟურნალების მაღაზია, გაევრცელებინათ ქართული წერა-კითხვა ერზერუმში მცხოვრებ ქართველებსა და ქართველ მაჰმადიანებში.

წყარო: მიწერ-მოწერა ერზერუმში მცხოვრებ ქართველებთან და დადგენილება ერზერუმში საზოგადოების განყოფილების დაარსების შესახებ | 1917-1917
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 32206 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/32206]; წვდომის თარიღი: 2020-09-19