1917 წლის 6 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ქალაქ ერზერუმში მცხოვრებმა ქართველებმა ლევან დიმიტრის ძე ჟღენტმა და სიმონ ჩიქოვანმა წერილობით შეატყობინეს, რომ გადაწყვიტეს დაეარსებინათ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების განყოფილება და მათგან სჭირდებოდათ ნებართვა ყველა სხვა საჭირო დოკუმენტთან ერთად.

წყარო: მიწერ-მოწერა ერზერუმში მცხოვრებ ქართველებთან და დადგენილება ერზერუმში საზოგადოების განყოფილების დაარსების შესახებ | 1917-1917
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 32208 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/32208]; წვდომის თარიღი: 2020-09-24