1917 წლის 31 იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის მდივან ვარლამ ბურჯანაძეს ერზერუმის განყოფილებიდან დამფუძნებელმა წევრმა, ალექსანდრე ვასილის ძე გორგაძემ მისწერა, რომ დროულად გაეგზავნათ განყოფილების გახსის ნებართვა, რადგან ადგილობრივი ქართველები ძალიან კმაყოფილები იყვნენ ამ გადაწყვეტილებით და დიდ თანხასაც სწირავდნენ მათ. ასევე, სურდათ საკვირაო სკოლის, სამკითხველოსა და სხვა დაწესებულებების გახსნა.

წყარო: მიწერ-მოწერა ერზერუმში მცხოვრებ ქართველებთან და დადგენილება ერზერუმში საზოგადოების განყოფილების დაარსების შესახებ | 1917-1917
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 32211 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/32211]; წვდომის თარიღი: 2020-09-24