ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 32235

ფაქტი 32235

1920 წლის 1-ელ თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საწყობის აღწერის შემდეგ დადგინდა, რომ საწყობში 244 დასახელების წიგნი ინახებოდა, აქედან 183 საბუღალტრო დავთრების სიას ემთხვეოდა, ხოლო 35 დასახელების წიგნი საბუღალტრო სიასთან შედარებით ნაკლები იყო, 28 დასახელების წიგნი კი მეტი. ხელს აწერენ ტერენტი წერეთელი, ლავრენტი სანოძე, იოსებ გიორგობიანი, ვასილ ედილაშვილი და ივანე ავალიშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 32235; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .