ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 32550

ფაქტი 32550

1913 წლის 8 მარტს დაბა ზუგდიდში ჩატარდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების გამგეობის კრება. კრების საფუძველზე გამგეობამ შეადგინა ოქმი N 8. დოკუმენტის მიხედვით, გამგეობას უკანონოდ მიუჩნევია იმ წლის 2 მარტს გამართული საზოგადო კრება, რომელზეც არ განუხილავთ და არ დაუმტკიცებიათ შემდეგი წლის შემოსავალ-გასავლის სავარაუდო ანგარიში, ასევე არ შეუდგენიათ გასული წლის შემოსავალ-გასავლის წერილობითი ანგარიში. 2 მარტის ოქმიდან არც ის სჩანდა, თუ რა რაოდენობის თანხა დარჩა გამგეობას შემდეგი წლისთვის. გამგეობამ დაადგინა, ეცნობებინა ამ დარღვევების შესახებ საზოგადოების მთავარი გამგეობისთვის. დოკუმენტს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა და გამგეობის წევრები: ანდრია პატარაია, კატო კედია, ნიკო ბერიძე, მიხეილ პატარაია, მართა ჟორდანია, სარდიონ მაღლაკელიძე და კალისტრატე კობახიძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 32550; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .