ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 32551

ფაქტი 32551

1913 წლის 8 მარტს დაბა ზუგდიდში ჩატარდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ზუგდიდის განყოფილების გამგეობის კრება. კრების საფუძველზე გამგეობამ შეადგინა ოქმი N 8. დოკუმენტის მიხედვით, გამგეობას განუხილავს სადავო საკითხები, რომელიც ეხებოდა იმ წლის 2 მარტს ჩატარებულ საზოგადო კრებას. გამგეობამ უკანონოდ მიიჩნია ეს კრება, რომელსაც თავმჯდომარეობდა არა გამგეობის თავმჯდომარე ან მისი ამხანაგი, არამედ გამგეობის რიგითი წევრი და დაადგინა, ეცნობებინა ამ დარღვევის შესახებ საზოგადოების მთავარი გამგეობისთვის. დოკუმენტს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა და გამგეობის წევრები: ანდრია პატარაია, კატო კედია, ნიკო ბერიძე, მიხეილ პატარაია, მართა ჟორდანია, სარდიონ მაღლაკელიძე და კალისტრატე კობახიძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 32551; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .