1921 წლის 19 ივლისის პროტოკოლის მიხედვით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წიგნისა და ქაღალდის საწყობთა გამგის ლავრენტი სანაძის შვებულებაში წასვლის წინ საზოგადოების საწყობები დაკეტეს და დაბეჭდეს საზოგადოების ბეჭდით. ლ. სანოძემ გასაღებები თავჯდომარე დავით კარიჭაშვილს გადასცა, ხოლო ბეჭედი მდივნის თანაშემწე – თამარ ჯარიაშვილს, იმ პირობით, რომ თუ გარემოება მოითხოვდა საწყობიდან ქაღალდის ან წიგნების გამოტანას ეს თავმჯდომარეს ან მის შემცვლელს თამარ ჯარიაშვილს მესამე პირის თანდასწრებით უნდა მოეხდინათ, ამ შემთხვევაში მათ ბუღალტერი ვასილ ედილაშვილი ესწრებოდა. ასევე, ხელახლა უნდა შეედგინათ დაკეტვისა და დაბეჭდვის პროტოკოლი.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1920-1921
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 32718 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/32718]; წვდომის თარიღი: 2020-08-09