ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 32779

ფაქტი 32779

1921 წლის მონაცემებით, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წესდება შეადგინეს თევდორე კიკვაძემ, დავით კარიჭაშვილმა, შიო დედაბრიშვილმა და ვარლამ ბურჯანაძემ. წესდების მე-16 მუხლის მიხედვით მთავარი კრების დანიშნულებაა: ა) შედგენა და დამტკიცება საზოგადოების საქმეთა წარმოების წესებისა; ბ) არჩევა სარევიზიო კომისიისა, წლიური ანგარიშისა და გამგეობის მოქმედების შესამოწმებლად; გ) წინადადების განხილვა საზოგადოების წესდების შეცვლისა და შევსებისათვის; დ) განხილვა და გადაწყვეტა საზოგადოების წევრთა წინადადებისა რაიმე სახის ღონისძიების შესახებ, რომელსაც შეუძლია ხელი შეუწყოს საზოგადოების განვითარებას.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 32779; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .