ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 33965

ფაქტი 33965

1884 წლის ჟურნალში „ივერია“ (N 5-6; რედაქტორი: ილია ჭავჭავაძე) გამოქვეყნდა პროფესორ ა. ა. ცაგარლის მიერ მოსკოვში, პალესტინის საზოგადოების სხდომაზე წაკითხული მონოგრაფია „ქართველთა ძველი ცხოვრების კვალი წმ. ქვეყნებში და სინას მთაზე“, რომელშიც აღნიშნულია, რომ მეხუთე საუკუნის დამდეგს პალესტინაში მოღვაწეობდა კონსტანტინოპოლში აღზრდილი ქართველი ბატონიშვილი მურვანი, რომელიც პეტრე იბერის, მაიუმის (ქალაქი ღაზასთან) ეპისკოპოსის სახელით იყო ცნობილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 33965; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .