ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 34292

ფაქტი 34292

1918 წლის 17 აპრილის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე განიხილეს ს. იაშვილის თხოვნა ჰონორარის მომატების შესახებ. გამგეობის გადაწყვეტილებით, იაშვილის თხოვნა ვერ დაკმაყოფილდებოდა, რადგან წიგნებზე გასაყიდი ფასები უკვე დადებული იყო და ჰონორარიც მიღებული ჰქონდა. ოქმს ხელს აწერენ: ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე, გიორგი მიხეილის ძე ლასხიშვილი და გრიგოლ სვიმონის ძე რცხილაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 34292; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .