1877 წლის 8 სექტემბრის გაზეთ „ივერიაში“ დაიბეჭდა კორესპონდენტ ჭიჩოელის სტატია დიდოელებისა და კახელების დაპირისპირების შესახებ. მისი გადმოცემით გიორგი ჯორჯაძის წინამძღოლობით ჯარი დაიძრა მტერთან საბრძოლველად, გზად მათ ახალგაზრდა ლეკები შეხვდნენ, რომლებმაც კახელების მხარი დაიჭირეს და არეულობის მომხრე დიდოელებს დაუპირისპირდნენ.

წყარო: ივერია, 1877 | 8 სექტემბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 35373 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/35373]; წვდომის თარიღი: 2021-04-11