ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 3546

ფაქტი 3546

1920 წლის 24 იანვრის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომაზე განიხილეს სავაჭრო-სამრეწველო პალატის თხოვნა. პალატის წინადადებით, თბილისში, მეჟევოის ქუჩაზე (N29) გაიხსნა ინჟინერ ბოგატინის ფაბრიკა, რომელიც მოსწავლეებისთვის საჭირო სხვადასხვა ნივთებს ამზადებდა ( გლობუსებს, კუბიკებს ასოებით, ადამიანთა და ცხოველთა აგებულების ნაწილებს და სხვ.). სავაჭრო-სამრეწველო პალატა გამგეობას სთხოვდა, შეკვეთებით მხარი დაეჭირა ამ ახლად დაწყებული საქმისთვის. გამგეობამ გადაწყვიტა დახმარებოდა ფაბრიკას და მასწავლებლებს სთხოვა წარმოედგინათ სკოლებში საჭირო ნივთების სია. ხელს აწერდა დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 3546; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .