1918 წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტში ნიკოლოზ ჩხეიძის თავმჯდომარეობით გაიმართა კრება, რომელზეც პარლამენტის წევრებმა განიხილეს სხვადასხვა საკითხი. პირველი და მთავარი საკითხი საქართველოს რაიონებში უმაღლესი სასწავლებლის გახსნის აუცილებლობას ეხებოდა. ასევე განიხილეს კანონ-პროექტი, რომლის მიზანი იყო, მოქალაქეთა ფულადი დახმარება და გარკვეული სესხის გადაცემა თბილისის თვითმმართველობისათვის, რომელიც ქალაქის ხარჯებისთვის იყო საჭირო.

წყარო: სახალხო საქმე, 1918 | 1 დეკემბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს სსრ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 35466 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/35466]; წვდომის თარიღი: 2021-01-16