1881 წლის 19 ნოემბერს მასწავლებელმა ნოე ონისიმეს ძე ორაგველიძემ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას მისწერა, რომ სკოლისთვის საჭირო იყო: 15 ეგზემპლარი „დედა ენა“, 10 ეგზემპლარამდე „ბუნების კარი“, 12 ეგზემპლარი „როდნოე სლოვო“ I ნაწილი, 11 ეგზემპლარი II ნაწილი, 13 ეგზემპლარი დიდებულიძის „საღმრთო ისტორია“ (ქართულად), 12 ეგზემპლარი „მოლიტვენიკი“, ანუ ახსნა ლოცვებისა, 8 ეგზემპლარი არითმეტიკის კრებული I ნაწილი, 10 ეგზემპლარი კალანდარიშვილის რუსული ენის სახელმძღვანელო, 15 დაფა, განსაკუთრებით ესაჭიროებოდათ რუსულ-ქართული ლექსიკონი.

წყარო: გამგეობის მიმართვა სახალხო სკოლების დირექტორებისადმი და სოფლის სკოლების მასწავლებელთა მოხსენებები სკოლების მდგომარეობის შესახებ | 1881-1881
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 35799 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/35799]; წვდომის თარიღი: 2021-01-21