1922 წლის 12 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე დაადგინეს, რომ იაკობ გოგებაშვილის გარდაცვალების 10 წლისთავის აღსანიშნად მიეწვიათ წარმომადგენლები: მწერალთა კავშირიდან, განათლების კომისიიდან, მასწავლებელთა კოოპერატივიდან, საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებიდან და სხვ. სწორედ ამ წარმომადგენლებისაგან უნდა შემდგარიყო კომიტეტი, რომელიც უხელმძღვანელებდა გარდაცვალების 10 წლისთავს. დადგენილებას ხელი მოაწერეს: ნინო იოსების ასულმა ნაკაშიძემ, ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ, იოსებ ზაქარიას ძე გიორგობიანმა და დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა.

წყარო: ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1922–1922
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 35924 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/35924]; წვდომის თარიღი: 2020-10-31