ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 35925

ფაქტი 35925

1922 წლის 12 ივნისს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე მოისმინეს პრეზიდიუმის წინადადება, რომ იაკობ გოგებაშვილის გარდაცვალების 10 წლისთავის აღსანიშნად უნდა აერჩიათ სხვადასხვა დაწესებულებათა წარმომადგენლებისაგან შემდგარი კომისია. სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერეს: ნინო იოსების ასულმა ნაკაშიძემ, ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ, იოსებ ზაქარიას ძე გიორგობიანმა და დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 35925; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .