1922 წლის 12 ივნისს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე მოისმინეს პრეზიდიუმის წინადადება გაეყიდათ: სარკე, 6 სკამი, კედლის საათი, მაგიდა, 1 საანგარიშო, ჭაღი და მარმარილოს ქვაბი. სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერეს და წინადადებას დასთანხმდნენ: ნინო იოსების ასული ნაკაშიძე და ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძე, იოსებ ზაქარიას ძე გიორგობიანი და დავით გიორგის ძე კარიჭაშვილი.

წყარო: ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1922–1922
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 35927 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/35927]; წვდომის თარიღი: 2020-10-31