„დროების“ 1866 წლის ბოლო ნომერში დაიბეჭდა განცხადება „ცისკრის“ გამოცემის შესახებ, რომლის მიხედვითაც, შემდეგი, 1867 წლიდან „ცისკარი“ ბევრ ახალ და საინტერესო მწერალთან ითანამშრომლებდა. მათ შორის, დიმიტრი ყიფიანთან, რომელიც ჟურნალს შექსპირის პიესების თარგმანს დაპირდა.

წყარო: დროება, 1866 | 30 დეკემბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 36074 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/36074]; წვდომის თარიღი: 2021-01-20