1922 წლის 3 ივნისს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე დაადგინეს, რომ ხელოვანთა კავშირისთვის უფლება მიეცათ ნიკოლოზ გიორგის ძე ქართველიშვილი დაეკრძალათ ქართველ მოღვაწეთა პანთეონში. დადგენილებას ხელი მოაწერეს: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა, იოსებ ზაქარიას ძე გიორგობიანმა და ნინო იოსების ასულმა ნაკაშიძემ.

წყარო: ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1922–1922
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 36146 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/36146]; წვდომის თარიღი: 2020-10-31