ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 36149

ფაქტი 36149

1922 წლის 3 ივნისს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე განიხილეს საკითხი ძველი ავეჯისა და ნივთების გაყიდვის შესახებ. საწყობის გამგის მოხსენების თანახმად, ძველი ნივთები შეფასებული იყო 3 200 000 მანეთად. სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერეს: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა, იოსებ ზაქარიას ძე გიორგობიანმა და ნინო იოსების ასულმა ნაკაშიძემ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 36149; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .