1867 წლის 24 აპრილს ამიერკავკასიის საკრედიტო დაწესებულების განკარგულებით აუქციონზე იყიდებოდა რევაზ ვაჩნაძის მამული, რომელიც მდებარეობდა სიღნაღში, სოფელ კარდანახში. რევაზს წაერთვა მამული იმის გამო, რომ ვერ დაფარა საკრედიტო დაწესებულებიდან გამოტანილი სესხი (9000 მანეთი).

წყარო: დროება, 1866 | 30 დეკემბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 36467 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/36467]; წვდომის თარიღი: 2021-04-18