1922 წლის 3 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე მოისმინეს, რომ 9 თებერვალს სალაროს შემოწმების დროს აღმოჩენილი რუსული ფულის ნიშნების თაობაზე პრეზიდიუმმა აღძრა შუამდგომლობა ფინანსთა კომისრის წინაშე, რათა ისინი გადაეცვალათ ქართულ ფულში. სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერეს: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა, ნინო იოსების ასულმა ნაკაშიძემ, ვარლამ ამირანის ძე ბურჯანაძემ და იოსებ ზაქარიას ძე გიორგობიანმა.

წყარო: ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1922–1922
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 36612 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/36612]; წვდომის თარიღი: 2020-10-31