1922 წლის 17 იანვრის ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე დაადგინეს, რომ საზოგადოების იურიდიული კონსულისთვის კირილე იესეს ძე ნინიძისთვის მიენდოთ დიმიტრი ჩოლოყაშვილის მიერ ნაანდერძევი ქონების განაღდება და სათანადო დაწესებულებების, ორგანოების წინაშე შუამდგომლობის აღძვრა.

წყარო: ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1922–1922
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 36633 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/36633]; წვდომის თარიღი: 2020-08-11