1886 წლის 25 მარტის გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანის ქართული წიგნის მაღაზიაში იყიდებოდა დავით იესეს ძე ჩუბინოვის მიერ ახლადშედგენილი ქართულ-რუსული ლექსიკონი. წიგნის ფასი იყო 3 მანეთი და 60 კაპიკი.

წყარო: ივერია, 1886 | 25 მარტი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 36760 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/36760]; წვდომის თარიღი: 2021-01-15