ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 3685

ფაქტი 3685

1919 წლის 15 თებერვლის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს რწმუნებულთა საზოგადო კრების დადგენილების თანახმად (04.02.1919) გამგეობის წევრთა შორის ფუნქციების განაწილების საკითხი. გამგეობის გადაწყვეტილებით, სამწიგნობრო სექციის თავმჯდომარედ აირჩიეს თევდორე კიკვაძე, სასკოლო სექციის თავმჯდომარედ – ლუარსაბ ბოცვაძე. სასკოლო სექციის წევრებად გამგეობის მხრიდან აირჩიეს იპოლიტე ვართაგავა, ვარლამ ბურჯანაძე, სამწიგნობრო სექციის წევრებად კი – სეით იაშვილი და შიო დედაბრიშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 3685; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .