1922 წლის 10 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე განიხილეს წიგნების გამომცემელი და პირველი ქართული წიგნის მაღაზიის დამაარსებლის გრიგოლ ჩარკვიანის ანდერძი. განსვენებულმა თავისი ბიბლიოთეკა უანდერძა საზოგადოებას. სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერეს: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა, ოლღა ილიას ასულმა სოლოღაშვილმა, ნინო იოსების ასულმა ნაკაშიძემ და იოსებ ზაქარიას ძე გიორგობიანმა.

წყარო: ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობის სხდომის ოქმები | 1922–1922
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 36893 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/36893]; წვდომის თარიღი: 2020-10-31