ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 36899

ფაქტი 36899

1922 წლის 10 მარტს ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობის სხდომაზე პატივი მიაგეს წიგნების გამომცემლისა და პირველი ქართული წიგნის მაღაზიის დამაარსებლის გრიგოლ ვასილის ძე ჩარკვიანის ხსოვნას. სხდომის ჟურნალს ხელი მოაწერეს: დავით გიორგის ძე კარიჭაშვილმა, ოლღა ილიას ასულმა სოლოღაშვილმა, ნინო იოსების ასულმა ნაკაშიძემ და იოსებ ზაქარიას ძე გიორგობიანმა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 36899; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .