1920 წლის იანვარში ოლღა ხოფერიას თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე დადგინდა, რომ სენაკის განყოფილებაში წიგნის მაღაზიიდან მიღებული მოგება 18668.25 მანეთს შეადგენდა, სეირნობებიდან და გასართობი ღონისძიებებიდან მიღებული თანხა — 5592.15 მანეთს, ხოლო საწევრო გადასახადის სახით 500 მანეთი იყო შესული.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების სენაკის განყოფილებასთან | 1920-1921
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 37004 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/37004]; წვდომის თარიღი: 2020-09-29