1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების ქართულ სკოლაში სულ 106 მოსწავლე იყო. სასწავლო წელი დაამთავრა — 11-მა, მათგან 6 ადგილობრივ უმაღლეს პირველდაწყებით სასწავლებელში ჩაირიცხა, ერთი კი თბილისის ქართულ გიმნაზიაში მიიღეს. ფაქტი ხელმოწერით იოსებ დადიანმა დაადასტურა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების ბაქოს განყოფილებასთან | 1915-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 38490 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/38490]; წვდომის თარიღი: 2020-05-26