1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების სამშენებლო კომიტეტის შემოსავალი 4843.75 მანეთი იყო, გასავალი კი — 3650 მაn. 1916 წლის პირველი იანვრისთვის სალაროში 1193.75 მანეთი დარჩა. ფაქტი ხელმოწერით თამარ დადიანმა დაადასტურა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების ბაქოს განყოფილებასთან | 1915-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 38930 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/38930]; წვდომის თარიღი: 2020-05-28