1915 წლის პირველიდან 30 მარტის ჩათვლით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბაქოს განყოფილების დრამატულმა კომიტეტმა გამართა სპექტაკლები: „პატარა კახი“, „ღალატი“ და „გაკოტრება“. სამივე წარმოდგენას ერთად 1091 მაყურებელი დაესწრო. მოგება შეადგენდა 1062.57 მანეთს. ფაქტი ხელმოწერით იოსებ დადიანმა დაადასტურა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების ბაქოს განყოფილებასთან | 1915-1919
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 39053 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/39053]; წვდომის თარიღი: 2020-06-06