ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 4012

ფაქტი 4012

1921 წლის 8 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს სოფრომ ტარუაშვილის განცხადება თავისი საბავშვო წიგნის „თხები და ცხვრების“ გამოცემის შესახებ.პირველი გამოცემა სულ გაყიდული იყო. გამგეობის გადაწყვეტილებით ეს საკითხი მიენდო ვ. ბურჯანაძეს. მასვე დაევალა ტარუაშვილის შრომის გაცნობა და კრებისთვის თავისი აზრის გაცნობა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 4012; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .