ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 40262

ფაქტი 40262

1897 წლის 2 თებერვალს ოზურგეთში გამართულ გურიის სავაჭრო ამხანაგობა „შუამავალის“ მორიგ კრებაზე ითქვა, რომ საზოგადოების ნაწილი ეჭვით უყურებდა ამხანაგობის საქმეებს. „შუამავალის“ მმართველის, კონსტანტინე თავართქილაძის განცხადებით, იგი მზად იყო, ეჭვების გასაქარწყლებლად სამი კაცი აერჩიათ, რომლებიც მის მუშაობას გააკონტროლებდნენ. მათგან ერთ-ერთი უნდა ყოფილიყო აღებ-მიცემობის საქმის მცოდნე და ვაჭრობაშიც გამოცდილი ფილიპე გოგიჩაიშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 40262; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .