ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 4032

ფაქტი 4032

1918 წლის 9 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე განიხილეს თბილისის გამგეობის 8 ივლისის კრების დადგენილება. დადგენილების მიხედვით, მთავარი გამგეობისთვის უნდა ეცნობებინათ თბილისის განყოფილების მდგომარეობის შესახებ და 1918 წლის ბოლომდე ბიბლიოთეკების შესანახად 5000 მანეთის გადადება ეთხოვათ. მთავარი გამგეობის კრებას ამ საკითხის გადაწყვეტის დროს გიორგი მაჭავარიანი უნდა დასწრებოდა. საკითხის განხილვა შემდეგი კრებისთვის გადაიდო. საზოგადოების გამგეობას ბიბლიოთეკების შესახებ დაწვრილებითი მოხსენების წარდგენა დაევალა. დადგენილების ოქმს ხელს აწერდნენ: ლუარსაბ გერასიმეს ძე ბოცვაძე, ნინო იოსების ასული ნაკაშიძე, თევდორე გაბრიელის ძე კიკვაძე, იოსებ ზურაბის ძე გიორგობიანი და ვახტანგ სოლომონის ძე მუსხელიშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 4032; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .