1886 წლის 27 ნოემბრის გაზეთ „ივერიის“ ცნობით, რუსული გაზეთი „Новости“ ნიკოლოზ დავითის ძე დადიანის შესახებ წერდა, რომ ჰაიდელბერგში საუკეთესო საზოგადოებაში იყო მიღებული. იგი საზოგადოების ყურადღების ცენტრში ექცეოდა ყოფა-ქცევის, ზრდილობის, სწავლა-განათლებისა და ფრანგულად საუბრის დამსახურებით.

წყარო: ივერია, 1886 | 27 ნოემბერი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა: ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 40438 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/40438]; წვდომის თარიღი: 2020-09-21