1920 წლის 17 იანვრის გაზეთ „საქართველოს“ ცნობით, პოლონეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სწერდა ოდესაში საქართველოს კონსულ ევსეი უშვერიძეს, რომ მან შეიტყო კონსულის ენერგიული და დაუღალავი მუშაობის შესახებ პოლონეთის მოქალაქეების მიმართ ბოლშევიკური ტერორის დროს.

წყარო: საქართველო, 1920 | 17 იანვარი
წყაროს ტიპი: პერიოდიკა
გამოცემის ადგილი: თბილისი
ენა: ქართული
დაცულია: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ციტირება: ქშწკ გამავრცელებელი საზოგადოების პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტოიდი 41023 [https://society.iliauni.edu.ge/factoid/article/41023]; წვდომის თარიღი: 2021-04-18