ქშწკგს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 4140

ფაქტი 4140

1919 წლის 17 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე წერაქვის სკოლის მასწავლებელ მარიამ ღიბრაძის საკითხი განიხილეს. ვინაიდან, წერაქვში იმატა სომხებსა და ქართველებს შორის შეტაკებებმა და გახშირებული იყო გზაზე ძარცვა-გლეჯა, ქალი მასწავლებლის იქ წასვლა შეუძლებელი იყო. სექციამ საჭიროდ ჩათვალა, გადაეხედა გამგეობის დადგენილებისთვის ღიბრაძესთან დაკავშირებით. მისთვის უნდა მიეცათ ჯამაგირი სამოსწავლო წლის ბოლომდე, რადგან იგი აღდგომამდე, ე. ი. თითქმის წლის ¾ ნაყოფიერად მუშაობდა სკოლაში. მიზანშეწონილი იქნებოდა, თუ გამგეობა ღიბრაძეს მასწავლებლად ბორჩალოს სკოლაში დანიშნავდა. გამგეობამ საკითხის განხილვა გადადო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 4140; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .